დინამო ბათუმის სპორტული ბაზის მშენებლობა 2017 წლის 25 დეკემბერს დასრულდა. პროექტი ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ
განხორციელდა და სამუშაოების ღირებულებამ 4 მილიონ 116 ათას 170 ლარი შეადგინა.
• ანგისას სპორტული ბაზა 78 772 კვ.მ ტერიტორიას მოიცავს.
• ტრიბუნა გათვლილია 1575 მაყურებელზე, რომელიც შედგება 5 სექტორისა და შშმ პირთათვის განკუთვნილი სპეციალური ადგილებისგან.
• ბაზას აქვს ერთი ბუნებრივსაფარიანი და ერთი ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული მოედანი. ასევე ორი არასტანდარტული ხელოვნურსაფარიანი მოედანი.• ბაზის შენობა სამსართულიანია, მეოთხე სართულზე კი, მოწყობილია ტერასა მედია საშუალებებისათვის.
• შენობაში განთავსებულია ბაზის ადმინისტრაცია, გასახდელები, საშხაპეები, სავარჯიშო დარბაზები, სამედიცინო ოთახი.
• სპორტული ბაზა შშმ პირთათვის ადაპტირებულია.
• 2020 წელს დინამო ბათუმის სპორტულ ბაზას ჯონი ბაკურიძის სახელი მიენიჭა.
მისამართი – ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი #89
მუნიციპალური ავტობუსები – №9 №16 №17