ბათუმის არენა

  • ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის მშენებლობას საფუძველი 2018 წლის 21 იანვარს ჩაეყარა. 20000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონს კომპანია ანაგი აშენებს. სტადიონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით აშენდება და მისი ღირებულება 141 869 522 ლარია.
  • სტადიონის მოედანი დაპროექტებულია სადრენაჟო სისტემებითა და სანიაღვრე ქსელებით. განათებისთვის გამოყენებულია Philips-ის ბრენდის 192 სანათი. მისი 1500 ლუქსიანი სიმძლავრე უეფას სტანდარტების შესაბამისადაა დაპროექტებული. გახმოვანების სისტემისთვის გამოყენებულია RCF
  • ბრენდის იტალიური ხმის მონიტორები, HD ხმითა და მაღალი გარჩევადობით.
  • სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავი მოცეკვავეების სილუეტებს იმეორებს. სტადიონის გარე ტერიტორიაზე განთავსებულია 1200 მანქანაზე გათვლილი ღია პარკინგი, სკვერები და კომერციული სივრცეები. სტადიონს გააჩნია რამდენიმე შესასვლელი, როგორც ავტობუსების, სპორტსმენების, ასევე VIP და მედიისშესასვლელები.

მისამართი: ჟიული შარტავას #13

მუნიციპალური ავტობუსები – №1 №1A №10A №7 №9 №4 №12
batumiauto.ge

ლოკაცია – google map