ბათუმის ახალ სტადიონზე პირველი მატჩი 21 ნოემბერს გაიმართება, დინამომე-16 ტურში გორის დილას სწორედ ახალ საშინაო არენაზე უმასპინძლებს.

ბათუმის სტადიონის მშენებლობა 2018 წლის იანვარში დაიწყო. არენა უეფას მე-4 კატეგორიისაა და 20 000 მაყურებელს იტევს. ბათუმის ახალი საფეხბურთო არენის გახსნა საქართველოს საფეხბურთო პირველობის მატჩით, ბათუმისა და თბილისის დინამოების დაპირისპირებით, 12 სექტემბერს იგეგმებოდა, თუმცა მაშინ თამაშის ჩატარებას ხელი გაუარესებულმა ეპიდსიტუაციამ შეუშალა.