საქართველოს თასის მერვედფინალში დინამო ბათუმი გაგრას დაუპირისპირდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და გია გეგუჩაძის გუნდი, რომელიც წყვილში ფავორიტად მიიჩნეოდა, მოულოდნელად დამარცხდა.

ანგარიში 39-ე წუთზე გაიხსნა. გაგრას ფეხბურთელებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს და ბაქარ ლაღაძე საჯარიმოში შეიჭრა, გადაცემაც გააკეთა, რომლის ჩაჭრას გოდფრი ობოაბონა ცდილობდა, ნაწილობრივ მოახერხა კიდეც, მაგრამ ნიგერიელს ავტოგოლი გამოუვიდა და გაგრა დააწინაურა.

საბოლოოდ, გაგრამ თამაშის სასურველ შედეგამდე მიყვანა შეძლო, 1:0 იმარჯვა და საქართველოს თასის მეოთხედფინალში გავიდა. დინამო ბათუმი კი ასპარეზობას გამოეთიშა. გია გეგუჩაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას ეროვნულ ლიგაში 3 ოქტომბერს, თელავის წინააღმდეგ ჩაატარებს.

გაგრა 1:0 დინამო ბათუმი

გოლი: 1:0 ობოაბონა (39-საკ. კარში)

გაგრა: კერესელიძე, ხოსიტაშვილი, ჩადუნელი, ნოზაძე, კაკიაშვილი, ივანიაძე, ხაბელაშვილი, ქობულაძე, სულთანიშვილი (79. ვეკუა), ერგემლიძე (64. მაქაცარია), ლაღაძე (81. ჯაფარიძე)

დინამო ბათუმი (4-2-3-1): ლევჩენკო – მამუჩაშვილი, კობახიძე, ობოაბონა, ნავალოვსკი – მანჯგალაძე, ტეიდი – ვაგნერი (46. გაფრინდაშვილი), რეინალდო (46. თევდორაძე), ჯიღაური – დვალიშვილი (57. ნიქაბაძე)