გიორგი შარაშიძე დინამო ბათუმის ქომაგია, ეროვნული ლიგის ჩემპიონის ტიტულისთვის მებრძოლი გუნდის თითქმის ყველა შეხვედრას ესწრება და ფან-კლუბის ერთ-ერთი აქტიური წევრია. შავი ზღვის პირატების პერფორმანსების დაგეგმვასა და განხორციელებაში იგი ყოველთვის აქტიურად არის ჩართული.
გიორგიმ სოციალურ ქსელში პოპულარური ვიდოეთამაშის, EA FIFA 19-ის გეიმფლეის რამდენიმე ფოტო-კადრი გააზიარა, დინამოელები ბარსელონას წინააღმდეგ თამაშობენ და შემდეგ ჩემპიონთა თასით ხელში ზეიმობენ…
რა კადრებია და როგორ გააკეთა – გიორგი თავად გვიყვება:
გიორგი შარაშიძე (შავი ზღვის პირატების წევრი)
“დინამო ბათუმის ფან კლუბის წევრი ვარ და ეს გუნდი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. კომპიუტერულ თამაშებთან მქონდა შეხება და მომინდა, რომ საყვარელი გუნდით მეთამაშა. როდესაც დადიხარ სტადიონზე და შემდეგ, ეს ემოციები კომპიუტერულ თამაშში გადაგაქვს, ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე უბრალოდ ევროპული გრანდებით თამაში.
ამის გაკეთების სურვილი დინამოს წინსვლასთან და წარმატებასთან ერთად მოვიდა, დრო კი ბევრი არ დამჭირვებია. ორი საათი სრულიად საკმარისი იყო, რომ გუნდი გამეკეთებინა. მეგობრებს არაერთხელ აღგვინიშნავს, რა კარგი იქნებოდა ქართული გუნდებით თამაში და სურვილი რეალობაც ვაქციე.
შეგრძნებაა. როდესაც დინამოს თამაშებზე დავდივარ და ვგრძნობ იქაურ ატმოსფეროს, ვაკვირდები ფეხბურთელებს და შემდეგ, ეს ყველაფერი კომპიუტერში გადმომაქვს, დიდ სიამოვნებას ვიღებ. ყველაფერთან ერთად, ეს ძალიან საინტერესო პროცესია.
სახელი, გვარი, ეროვნება და მსგავსი ინფორმაციები ეროვნული ლიგის საიტიდან ავიღე, სათამაშო მონაცემები კი ჩემი დაკვირვებით შევადგინე. რეალობისგან ძალიან შორს არ წავსულვარ, მაგრამ ჩემი საყვარელი გუნდია და ბოლომდე ობიექტურიც ვერ ვიქნებოდი. ამიტომ, მონაცემები ცოტა გადაჭარბებულია.”
როგორ დავამატოთ დინამო ბათუმი EA FIFA 19-ში PC-ზე, გიორგის ინსტრუქცია:
- გადმოწერეთ და ამოაარქივეთ ფაილების
- საქაღალდე Squad-ში არსებული ფაილი Squads20191002010230 გადაიტანეთ C:\Users\თქვენი კომპიუტერის სახელი\Documents\FIFA 19\settings -ში
- გახსენით Frosty Mod Manager საქაღალდე და ჩართეთ FrostyModManager.exe
- გახსნილ ფანჯარაში დააჭირეთ ღილაკს New და საქაღალდეში სადაც გაქვთ თამაში დაყენებული აირჩიეთ FIFA 19 და დააჭირეთ ღილაკს Open.
- Frosty Mod Manager-ის ფანჯარაში დაემატება FIFA 19. დააჭირეთ Select ღილაკს. გაიხსნება ფანჯარა სადაც მოგთხოვთ კოდს.
- ამოარქივებულ ფოლდერში იპოვეთ ფაილი KEY. გახსენით, დააკოპირეთ მთლიანი ტექსტი და გადაიტანეთ Frosty Mod Manager-ის ფანჯარაში სადაც მოგთხოვათ კოდი. დააჭირეთ Done.
- თქვენ გახსენით პროგრამა Frosty Mod Manager.
- მარცხენა ქვედა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს Import Mod(s) ფანჯარაში იპოვეთ ამოარქივებული საქაღალდეში MOD ფაილი Dinamo Batumi MOD.fbmod და დააჭირეთ Open.
- დააჭირეთ ღილაკს Apply Mod
მოდი დაყენებულია თქვენ FIFA 19 ში დინამო ბათუმი ჩასახლდა….
P.S. Leicester ის მაგივრად (რა სიმბოლურია არა?!)
ამის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს Launch და ისიამოვნეთ… იმისათვის, რომ მოდმა იმუშაოს თამაში ყოველთვის Frosty Mod Manager-იდან ჩართეთ.
თამაშის ჩართვის შემდეგ საჭიროა გავააქტიუროთ დინამო ბათუმის ფეხბურთელების შემადგენლობა. ამისათვის ვიქცევით შემდეგნაირად: თამაშის მენიუდან შევდივართ Custom > Profile > Load Squad და ვირჩევთ Dinamo Batumi-ს…
სულ ეს არის, წარმატებები
FIFA 19 საფეხბურთ სიმულაციურიი თამაშია, რომელიც დეველოპერული კომპანიების: EA და EA sports-ის FIFA სერიების ნაწილია. თამაში 2018 წლის 28 სექტემბერს გამოვიდა და, მისი წინამორბედების მსგავსად, მაშინვე პოპულარული გახდა: EA-ს მიერ გამოქვეყნებული ფინანსური მონაცემების მიხედვით, პირველივე წელს, დაახლოებით 23 მილიონი FIFA 19-ის თამაში გაიყიდა და ის ევროპაში ყველა დროის ყველაზე პოპულარული სპორტული თამაში გახდა, ხოლო ამერიკაში, ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თამაშების ათეულში შევიდა.
სერიებში პირველად, FIFA 19-ში გამოჩნდა UEFA-ს საკლუბო შეჯიბრებების სერია, რომელიც UEFA -ს ჩემპიონთა ლიგას, ევროპალიგასა და სუპერ თასს მოიცავდა. ასევე, FIFA 19-ს 2019 წელს პირველად დაემატა ქალთა ფეხბურთი ცალკე თამაშის კატეგორიაში.
FIFA 19-ია სტანდარტულ ყდაზე კრიშტიანო რონალდოა გამოსახული, ჩემპონების ვერსიის ყდაზე კი, ასევე რონალდო, ნეიმართან ერთად. თამაში თავსებადია PlayStation 3, PlayStation 4, Xbox 360, Xbox One, Nintendo Switch, და Microsoft Windows პლატფორმებთან.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]