დინამო ბათუმმა სანაკრებო პაუზის პერიოდში ამხანაგური მატჩი თბილისის მერანის წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ბათუმელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ანგარიში ბათუმელთა შემტევმა ვაგნერ გონსალვესმა გახსნა. მოგვიანებით ალავიძემ თერთმეტმეტრიანის მოგერიება მოახერხა და გუნდს უპირატესობა შეუნარჩუნა.

მეორე ტაიმში, ბათუმელთა მხრიდან თავი ბენჟამინ ტეიდმა გამოიჩინა და სხვაობა ორამდე გაზარდა.

დინამო ბათუმი 2:1 მერანი თბილისი

გოლები: გონსალვესი, ტეიდი

სასტარტო XI: ალავიძე, ობოაბონა, გაგოშიძე, მელიავა, შერგელაშვილი, ტეიდი, მამუჩაშვილი, თევდორაძე, გონსალვესი, ნიქაბაძე, დვალიშვილი

შეცვლაზე: ხარატიშვილი, რეინალდო, ცინცაძე, მანჯგალაძე, გაფრინდაშვილი, ჯიჯავაძე, ანდღულაძე