ვლადიმერ მამუჩაშვილი დინამო ბათუმში ფეხბურთს უკვე 2 წელია თამაშობს. ამპლუით საყრდენი ნახევარმცველია, მოედნის ცენტრში მისი მოქმედების დიაპაზონი ფართოა. მუდამ უნაკლო ფიზიკური მომზადება, მაღალი სათამაშო დისციპლინა და ძალიან ძლიერი დარტყმა ის ძირითადი მახასიათებლებია, რომლებიც მამუჩაშვილს ყოველთვის გამოარჩევს და რის გამოც კლუბის ქომაგებს შორის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს.

ამ ვიდეოში მამუჩა საუბრობს ყველაფერზე, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში გადახდა. მათ შორის ბათუმში ცხოვრების უპირატესობებზე, ადგილობრივ ქომაგზე და კლუბის საჩემპიონო ამბიციებზე.