ახალი სეზონის წინ დინამო ბათუმი რამდენიმე ახალი ფეხბურთელით გაძლიერდა, მათ შორის არიან გიორგი ზარია, გრიგოლ ჩაბრაძე, სანდრო ალთუნაშვილი და გიორგი ფანცულაია, რომლებიც ჩვენს რიგებს შესაბამისად დინამო თბილისიდან, თელავიდან, საბურთალოდან და ტორპედოდან შეუერთდნენ. 

ახალწვეულები სამომავლო გეგმებზე და აჭარულ კლუბში თავიანთი ტრანსფერის მთავარ მიზეზებზე საუბრობენ.