საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში, დინამო ბათუმისა და საჩხერის ჩიხურას მატჩი 0:0 დასრულდა. გია გეგუჩაძის გუნდს  ჩემპიონობის მინიმალური შანსი ჰქონდა – ბათუმელები მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდებოდნენ ჩემპიონები, თუ უმოტივაციოდ დარჩენილი, ქვედა ლიგაში დაქვეითებული მერანი დინამო თბილისს მოუგებდა. ჩიხურასთვის კი ამ შეხვედრას არანაირი დატვირთვა აღარ ჰქონდა, რადგან მე-9 ადგილს ვერცერთ შემთხვევაში ვერ აცდებოდა.

73-ე წუთზე გუნდს გატანის საუკეთესო შანსი მიეცა, რომელიც ასევე ვერ გამოიყენა: თევდორაძემ პენალტი ვერ გაიტანა. მან თერთმეტმეტრიანის შესრულება ‘პანენკას’ სტილში სცადა, მაგრამ ჩიხურას მეკარე ბეგაშვილმა თევდორაძის ჩანაფიქრი გამოიცნო და ბურთი მარტივად აიღო.

დინამო ბათუმმა სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა და ზედიზედ მეორედ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, ჩიხურა კი ბოლოსწინა ადგილზე გავიდა და ელიტაში დარჩენისთვის პლეი აუტში იბრძოლებს.

დინამო ბათუმი 0:0 ჩიხურა

დინამო ბათუმი (4-3-3): ალავიძე – მელიავა, ობოაბონა, გაგოშიძე, ჩალაძე – მამუჩაშვილი (54. თევდორაძე), ცინცაძე (62. ტეიდი), მანჯგალაძე – ვაგნერი, ნიქაბაძე (59. დვალიშვილი), ჯიღაური

73-ე წუთზე თევდორაძემ ვერ გაიტანა პენალტი (მეკარემ აუღო)

ჩიხურა (4-3-2-1): ბეგაშვილი – მაჩაიძე, კამლაძე, ბასტრონი, ჯავაშვილი – წიქარიძე (70. კიკაბიძე), გვაზავა, ბერეზოვი – დეკანოიძე (63. ღავთაძე), კახაბრიშვილი – ბუხაიძე (84. მუჯირი)