საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 2020 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელ-ფეხბურთელები გამოვლინდნენ. დასახელდა ეროვნული ლიგის სიმბოლური გუნდიც, სადაც დინამო ბათუმის 2 ფეხბურთელი მამუკა კობახიძე და ჯაბა ჯიღაური მოხვდა.

საუკეთესოები ეროვნული ლიგის სოციალური ქსელების საშუალებით გამოვლინდნენ. პანდემიით გამოწვეული საკარანტინო რეგულაციების გათვალისწინებით, დაჯილდოება შეცვლილი ფორმატით – ონლაინ რეჟიმში გაიმართა.  

სეზონის საუკეთესო მოთამაშეების და მწვრთნელის გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ჩემპიონატში მოასპარეზე ათივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და თერთმეტმა ფეხბურთელმა.

⭐ სეზონის საუკეთესო მცველი: მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი). ნომინანტები ასევე იყვნენ: დავით კობოური (დინამო თბილისი) და ნიკა სანდოხაძე (ლოკომოტივი).

სიმბოლური ნაკრები: მამარდაშვილი (ლოკომოტივი) – ჩაბრაძე (თელავი), სანდოძაძე (ლოკომოტივი), კობახიძე (დინამო ბათუმი), კობოური (დინამო თბილისი) – ქავთარაძე (დინამო თბილისი), დარცმელია (ლოკომოტივი), ალთუნაშვილი (საბურთალო), ჯიღაური (დინამო ბათუმი) – კოვტალიუკი (დილა), სიხარულიძე (ლოკომოტივი).

ELIGA AWARDS 2020 – ნომინანტთა სრული სია იხილეთ აქ.