საქართველოს ეროვნული ლიგის მე-8 ტურში დინამო ბათუმმა სამტრედიას უმასპინძლა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ანგარიში ეფექტური გოლით გაიხსნა. 37-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე განვითარებული შეტევა ვაგნერ გონსალვეშის ფანტასტიკური დარტყმით დასრულდა. ლეგიონერმა სამტრედიელთა კარის ცხრიანი დალაშქრა.
დინამოელებმა მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე უპირატესობა გაზარდეს. სწრაფი შეტევა ჯაბა ჯიღაურის იდეალური პასით და თორნიკე გაფრინდაშვილის ზუსტი დარტყმით დასრულდა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.
დინამო ბათუმი 2:0 სამტრედია
გოლები: 1:0 ვაგნერი (37), 2:0 გაფრინდაშვილი (90)
დინამო ბათუმი (4-2-3-1): ალავიძე – მამუჩაშვილი, კობახიძე, ობოაბონა, ნავალოვსკი – ტეიდი, მანჯგალაძე – ვაგნერი (90. თევდორაძე), ჯოვინო (84. რეინალდო), ჯიღაური – ნიქაბაძე (67. გაფრინდაშვილი)
სამტრედია (4-4-1-1): კულუა – რუხაია, კილასონია, თოთაძე, ჯგერენაია – ყურბანოვი (10. ინკუმი), მესიაჩენკო (74. ახალაძე), დისი, კვირკვია – ქოჩლაძე – იმნაძე