დინამო ბათუმმა თბილისის მერანის წინააღმდეგ მეორე სპარინგმატჩი წინააღმდეგ ჩაატარა. წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ამჯერად მატჩი გია გეგუჩაძის ფეხბურთელების გამარჯვებით დასულდა. ბათუმელებმა ორი გოლი გაიტანეს და ორივე პირველ ტაიმში.

დუბლი შეასრულა გიორგი ნიქაბაძემ, რომელმაც ორივე შემთხვევაში ეფექტური კომბინაციები დაასრულა ზუსტი დარტყმებით. მან ჯერ გიული მანჯგალაძის პასი გამოიყენა, მერე კი ვაგნერ გონსალვეშის.

მერანი თბილისი 0:2 დინამო ბათუმი

გოლები: 1:0 ნიქაბაძე (‘20 ‘40)

დინამო ბათუმი (4-2-3-1): ლევჩენკო – მელიავა, კობახიძე, ობოაბონა, ნავალოვსკი – მამუჩაშვილი, ტეიდი – ვაგნერი, მანჯგალაძე, ჯიღაური – ნიქაბაძე

მეორე ტაიმში შეცვლაზე ითამაშეს: გაგოშიძე, ფაცაცია, ჩალაძე, შერგელაშვილი, თევდორაძე, გაფრინდაშვილი, დვალიშვილი, წაქაძე