საქართველოს ჩემპიონატის მე-12 ტური თელავისა და დინამო ბათუმის დაპირისპირებით გაიხსნა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, პირველ ტაიმში გია გეგუჩაძის გუნდს ორი ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა და ტაიმიც უგოლოდ დასრულდა.
შესვენების შემდეგ კი თამაშის ტემპი გაცილებით მაღალი იყო და სახიფათო მომენტებიც მრავლად შეიქმნა.ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. 49-ე წუთზე მიხეილ ბაშელეიშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ერთი შეხებით დაარტყა და იჰორ ლევჩენკოს კარის ცხრიანში, ულამაზესი გოლი გაიტანა.
ანგარიში მალევე გათანაბრდა. ვაგნერის ეფექტური გადაცემის შემდეგ გიორგი ნიქაბაძემ ერთი შეხებით მოახერხა დარტყმა და წონასწორობა აღადგინა. დინამო ბათუმი მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე წინ გავიდა. შეტევაში ჩართულმა გოდფრი ობოაბონამ ბურთი კარგად დაამუშავა და ძლიერი დარტყმით მეტოქის კარი აიღო. ნიგერიელმა აჭარული გუნდის მაისურით პირველად გაიტანა.
საბოლოო ანგარიში კი 84-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა დააფიქსირა, რომელამც თელაველთა მეკარე ლუკა სანიკიძეს შანსი არ დაუტოვა.
თელავი 1:3 დინამო ბათუმი
გოლები: 1:0 მ. ბაშელეიშვილი (49), 1:1 ნიქაბაძე (58), 1:2 ობოაბონა (80), 1:3 ჯიღაური (84)
თელავი (3-4-3): სანიკიძე – მარაქველიძე (85. კვასოვი), ძოწენიძე, დიმიტროვსკი – ჩაბრაძე, მ. ბაშელეიშვილი, მოსიაშვილი, ბაჩიაშვილი – ნ. ბაშელეიშვილი (78. ნ. ბაშელეიშვილი), კოხრეიძე, მოისწრაფიშვილი (41. რუხაძე)
დინამო ბათუმი (4-3-3): ლევჩენკო – მელიავა, კობახიძე, ობოაბონა, ნავალოვსკი – მამუჩაშვილი, ტეიდი, ჯიღაური – ვაგნერი (71. გაფრინდაშვილი), ნიქაბაძე (87. გაგოშიძე), შერგელაშვილი (71. ჩალაძე)