ბათუმის ახალ სტადიონზე პირველი თამაში გაიმართა! საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტურში დინამო ბათუმმა ახალ საშინაო არენაზე პირველად გორის დილას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.

გია გეგუჩაძის გუნდი უპირატესობას ფლობდა, მაგრამ დილაც თავის დაცვას კარგად ახერხებდა. 68-ე წუთზე კი ბათუმის ახალ სტადიონზე პირველი გოლი გავიდა, რომლის ავტორი მასპინძელთა ფორვარდი გიორგი ნიქაბაძე გახდა. ვაგნერ გონსალვეშმა კუთხური ჩააწოდა, ნიქაბაძემ მეორე სართულზე ყვალს აჯობა და ასე დაიწყო ბათუმის ახალ არენაზე გოლების ათვლა.

დინამო ბათუმი მომდევნო მატჩს 26 ნოემბერს, ისევ “ბათუმი არენაზე” გამართავს და მე-14 ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლებს. გორის დილა კი 30 ნოემბერს, შინ თბილისის საბურთალოს დაუპირისპირდება.

დინამო ბათუმი 1:0 დილა

გოლები: 1:0 ნიქაბაძე (68)

დინამო ბათუმი (4-3-3): ალავიძე – მელიავა, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი – მამუჩაშვილი, ტეიდი, მანჯგალაძე – გაფრინდაშვილი (63. ვაგნერი), ნიქაბაძე (90. ცინცაძე), ჯიღაური (75. შერგელაშვილი)

დილა (3-5-2): ჩოჩიშვილი – იენდეუნტი, ხურცილავა, ეტოუ – სანტოსი, ჩიტეიშვილი (53. სპანდერაშვილი), გაგნიძე, ცეცხლაძე (89. ჭანტურია), ლაცაბიძე -კოენი (58. ლექვთაძე), კოვტალიუკი