დინამო ბათუმი კვლავ საქართველოს ჩემპიონატის ლიდერია! გია გეგუჩაძის გუნდმა მე-13 ტურში თბილისის საბურთალო სტუმრად 1:0 დაამარცხა და 26 ქულით პირველ ადგილს ინარჩუნებს. აღსანიშნავია, რომ ბათუმელებს დინამო თბილისთან შედაერებით, 1 მატჩით მეტი აქვთ ჩატარებული.
თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდმა ფრთხილად და ზედმეტი რისკის გარეშე დაიწყო. ტემპი არც საწყისი წუთების შემდეგ მომატებულა, თბილისელებიცა და ბათუმელებიც მეტოქის ნახევარზე აგრესიულ პრესინგს ერიდებოდნენ.
მატჩში ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის სტარტზე გავიდა: საბურთალოს საჯარიმოსთან ვითარება გაფრინდაშვილმა გაამწვავა, რომლის დარტყმაც კუპატაძემ მოიგერია, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა და დამატებაზე ჯიღაურმა თავით ზუსტად დაარტყა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელისთვის ეს ამ სეზონში მე-7 გოლია.
საბურთალო 0:1 დინამო ბათუმი
გოლი: 0:1 ჯიღაური (51)
საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე – მალი, მარგველაშვილი, კაკუბავა, გრიგალაშვილი – ტერა (75. ცნობილაძე), ალთუნაშვილი – მაჭარაშვილი (46. გოჩოლეიშვილი), ბუმალი, გულიაშვილი – ქავთარაძე (73. ჭანტურიშვილი).
დინამო ბათუმი (4-3-3): ლევჩენკო – მელიავა, კობახიძე, ობოაბონა, ნავალოვსკი (81. თევდორაძე) – მამუჩაშვილი, ტეიდი, მანჯგალაძე – გაფრინდაშვილი (93. გაგოშიძე), ნიქაბაძე (68. ჩალაძე), ჯიღაური.