საქართველოს ჩემპიონატის მე-17 ტურში დინამო ბათუმი სტუმრად სამტრედიას დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 2:1 გაიმარჯვა. ბათუმელებმა გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-3 წუთზე გაიტანეს და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეს.

25-ე წუთზე მამუკა კობახიძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა, ალავიძის კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანიდან გოლი ლაშა თოთაძემ გაიტანა. 1:0.

63-ე წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილის გადაცემის შემდეგ ჯაბა ჯიღაურმა ახლო მანძილიდან გაიტანა და გაათანაბრა.

მე-3 დამატებულ წუთზე ლაშა შერგელაშვილმა ჯარიმა საჯარიმოში ჩააწოდა, იქ შეცვლაზე შესულმა ვლადიმერ დვალიშვილმა ყველას დაასწრო და მატჩის გმირი გახდა.

სამტრედია 1:2 დინამო ბათუმი

გოლები: 1:0 თოთაძე (26, პენ), 1:1 ჯიღაური (63), 1:2 დვალიშვილი (93)

სამტრედია (3-4-3): სეფიაშვილი – კილასონია, სამბუ, თოთაძე – რუხაია, პავიშიჩი (75. თარგამაძე), ქოჩლაძე (63. კერძევაძე), ინკუმი – იმნაძე, ჟუნიორი, ახალაძე (58. დისი)

დინამო ბათუმი (4-3-2-1): ალავიძე – მელიავა, კობახიძე, გაგოშიძე, შერგელაშვილი – მამუჩაშვილი, ცინცაძე, ჯიღაური – ვაგნერი (77. ჩალაძე), გაფრინდაშვილი – ნიქაბაძე (69. დვალიშვილი)