ჯოვინო ფლამარიონი დინამო ბათუმში ფეხბურთს უკვე მეოთხე სეზონია თამაშობს. ბრაზილიელი ლეგიონერი საქართველოში 20 წლის ჩამოვიდა, დღეს იგი 24-ის ხდება და როგორც თავად ამბობს, თავის დროზე მიღებული გადაწყვეტილებით ამ გადმოსახედიდანაც კმაყოფილია.

სამხრეთამერიკელმა დინამოელებთან ერთად 4 წლის განმავლობაში ეროვნულ ლიგაში, ასევე ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშა. ბოლო სამი სეზონია, იგი გია გეგუჩაძის გუნდის ერთ-ერთი მთავარი შემტევი იარაღია – ამ პერიოდის განმავლობაში, ფლამარიონმა საქართველოს ჩემპიონატის 67 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 45 გოლი გაიტანა,  გახდა საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, დასახელდა უმაღლესი ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.

ჯოვიმ პოპსპორტის გადამღებ ჯგუფთან ერთად 2 დღე გაატარა და გულშემატკივრისთვის საინტერესო ბევრ თემაზე ისაუბრა.