ეროვნული ლიგის მე-4 ტურის შეხვედრა დინამო ბათუმსა და სამტრედიას შორის გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. გია გეგუჩაძის გუნდმა, რომელიც დროებით საშინაო შეხვედრებს ბათუმის ნაცვლად გორში ატარებს, გიორგი ნიქაბაძისა და გიორგი ფანცულაიას გოლებით იოლი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

მე-11 წუთზე საჯარიმოში გიორგი ნიქაბაძე აქტიურობდა, ბათუმელთა ცხრიანი ესტებან მასკარენიამ თამაშის წესების დარღვევით შეაჩერა და შეხვედრის მთავარმა არბიტრმა სამტრედიელთა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტის შესასრულებლად თავად ნიქაბაძე მივიდა და შეხვედრის და სეზონში თავისი პირადი ანგარიშიც გახსნა.

ტაიმის ბოლოს აჭარული გუნდის მოთამაშეებმა ბურთი კარგად გაითამაშეს, ჯიღაურმა გიორგი ფანცულაიას ლამაზი გადაცემა გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი სხვაობა ორამდე გაზრდა. მატჩი ასეც დასრულდა, 2:0.

დინამო ბათუმი 2:0 სამტრედია

გოლები: 1:0 ნიქაბაძე (პენ, 11’), 2:0 ფანცულაია (45′).

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე – ჩაბრაძე, მარგველაშვილი, აზაცკი, აზაროვი – ალთუნაშვილი(81. ზარია), ტეიდი(61. მამუჩაშვილი) – მანჯგალაძე, ჯიღაური, ფანცულაია(59. გროცურეკი) – ნიქაბაძე(59. შინდაგორიძე).

სამტრედია (3-4-1-2): კულუა – გიორგაძე, სამბუ, მასკარენია – იოსელიანი, რობაქიძე(61. ლუკავა), გადირბადე(68. ლალიჩი), ცეცხლაძე – მესიაჩენკო – ვარიეტი(46. ილურიძე), ჟუნიორი(61. რუხაძე).