საქართველოს ჩემპიონატში მცირე პაუზის დროს, თბილისში შეკრებაზე მყოფმა დინამო ბათუმმა ორი ამხანაგური მატჩი დაგეგმა, დღეს კლუბმა მერანის წინააღმდეგ ითამაშა შედეგიანი ფრე, 28 სექტემბერს დინამოელთა მეტოქე სამტრედია იქნება.

ანგარიში მერანის ფეხბურთელებმა მატჩის დასაწყისში გახსნეს, თუმცა გიორგი ნიქაბაძემ გათანაბრება სწრაფად მოახერხა. სულ მალე კი დინამომ დაწინაურებაც შეძლო, თავი თაური დარტყმით მალხაზ გაგოშიძემ გამოიჩინა. შესვენებაზე დინამო 2:1-ზე გავიდა..

შესვენებაზე მთავარმა მწვრთნელმა რამდენიმე ცვლილება განახორციელა, განაცხადში მყოფ ფეხბურთელთაგან მხოლოდ იჰორ ლევჩენკოს არ უთამაშია. მეორე ნახევარში თბილისის მერანის ფეხბურთელებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ წინ გასვლაც მოახერხეს, სწრაფი კონტრშეტევა გოდფრი ობოაბონას ავტოგოლით დასრულდა. ბათუმელებმა გათანაბრება მაინც შეძლეს, წონასწორობა შეცვლაზე შესულმა ვაკო თევდორაძემ აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დინამო ბათუმი მორიგ ამხანაგურ მატჩს 28 სექტემბერს, სამტრედიასთან გამართავს, ეროვნული ლიგის უახლოეს ტურში კი სტუმრად თელავთან ითამაშებს.

დინამო ბათუმი 3:3 მერანი თბილისი

გოლები: 0:1 მახარობლიძე, 1:1 ნიქაბაძე, 2:1 გაგოშიძე, 2:2 ხაბულიანი, 2:3 ობოაბონა (საკ-კ), 3:3 თევდორაძე

დინამო ბათუმი (4-3-3): ალავიძე – მელიავა, კობახიძე, გაგოშიძე, ჩალაძე – მამუჩაშვილი, ტეიდი, ვაგნერი – გაფრინდაშვილი, ნიქაბაძე, შერგელაშვილი

მეორე ტაიმში შეცვლაზე ითამაშეს: ობოაბონა, ფაცაცია, ნავალოვსკი, მანჯგალაძე, თვედორაძე, ჯიღაური, რეინალდო, დვალიშვილი, წაქაძე