საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ტურში დინამო ბათუმმა ქობულეთის შუქურას უმასპინძლა. ბათუმის სტადიონზე მიმდინარე სამუშაოების გამო მატჩი გორში გაიმართა და ფრედ დასრულდა.

პირვეი ტაიმის ბოლოს  მარცხენა ფლანგიდან ლუკაშ გროცურეკმა საჯარიმოში კარგად ჩააწოდა და იქ ჯაბა ჯიღაურმა ძალიან მაგრად ითამაშა – თავით იდეალურად დაარტყა და გია გეგუჩაძის გუნდმა ტაიმი მოიგო.

83-ე წუთზე ლაზარე კუპატაძემ ურთულესი ბურთი მოიგერია, თუმცა ეპიზოდი გაგრძელდა და ნიკა ჭანტურიამ დამატებაზე გატანა მოახერხა. საბოლოოდ 1:1.

დინამო ბათუმი მე-3 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში დინამო თბილისს სტუმრად დაუპირისპირდება, ხოლო შუქურა იმავე დღეს სამტრედიას უმასპინძლებს.

დინამო ბათუმი 1:1 შუქურა

გოლები: 1:0 ჯიღაური (43), 1:1 ჭანტურია (83)

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე – ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, ჩალაძე – მამუჩაშვილი (85. აზაროვი), ტეიდი (90. ზარია) – ჯიღაური, ალთუნაშვილი, გროცურეკი (66. მანჯგალაძე) – ნიქაბაძე (66. ფანცულაია)

შუქურა (4-2-3-1): თებიძე – გაფრინდაშვილი(51. ფარტენაძე), ჭანტურია, რეხვიაშვილი, კომახიძე – კაკაშვილი,  ხმალაძე (62. ჩელებაძე) – სარდალიშვილი, ჯეფინიო, ინგოროყვა (62. ჟუნინიო) – მუსელიანი (89. გურეშიძე)