საქართველოს ჩემპიონატის პირველ ტურში დინამო ბათუმი ქუთაისში ტორპედოს ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი ექს-თელაველმა მარჯვენა მცველმა გრიგოლ ჩაბრაძემ გაიტანა. ეს 24 წლის ფეხბურთელის პირველი ოფიციალური გოლია დინამოს მაისურით. საგოლე კომბინაცია ჩაბრამ კიდევ ერთ ახალწვეულთან, გიორგი ფანცულაიასთან გაითამაშა.

ტორპედო 0:1 დინამო ბათუმი

გოლი: 0:1 ჩაბრაძე (79)

ტორპედო (5-3-2): ჰამზიჩი – ტაბატაძე (81. ინკუმი), ქაფიანიძე (80. ჩაკვეტაძე), მირცხულავა, ტუიჩიბაევი, ნადარაია – რეკიში, მამასახლისი, ბუკასი (76. შარვაშიძე) – სალაკუ, ზიდანი (75. გოგუაძე)

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე – ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, ჩალაძე (64. აზაროვი) – მამუჩაშვილი (91. ზარია), ტეიდი – ჯიღაური, ალთუნაშვილი, გროცურეკი (63. ფანცულაია) – ნიქაბაძე (82. მანჯგალაძე)