საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სასტუმრო “შერატონში” წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა, სადაც მთავარი
მოვლენა საქართველოს 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და ეროვნული ლიგის საუკეთესო მოთამაშის დასახელება იყო, თუმცა გამარჯვებულები სხვა ნომინაციებშიც გამოვლინდნენ.

საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი: ჯაბა კანკავა

საქართველოს 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ყაზახური ტობოლის ნახევარმცველი ჯაბა კანკავა გახდა. 33 წლის ფეხბურთელმა ეროვნულ ნაკრებში წელს 8 მატჩში ითამაშა და თითო გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა. ჯაბამ სუპერგოლი 15 ოქტომბერს, ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში, სტუმრად გიბრალტართან შეხვედრაში (3:2) გაიტანა.”ჩემთვის დიდი პატივია ამ პრიზის მეორედ მიღება. მადლობა ყველას, ვინც ამ წარმატებაში მონაწილეობა მიიღო. განსაკუთრებული მადლობა ნაკრების წევრებს – თქვენს გარეშე მე აქ არ ვიდგებოდი. მინდა გისურვოთ წარმატებული 2020 წელი. გულშემატკივრების სურვილი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა და პირობას ვდებ, პირადად მე და ნაკრები ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ” – თქვა ჯაბა კანკავამ დაჯილდოების შემდეგ.

ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი: ფლამარიონ ჯოვინო
ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი დინამო ბათუმის ბრაზილიელი თავდამსხმელი ჯოვინო ფლამარიონი გახდა. 23 წლის ფეხბურთელმა ეროვნული ლიგის 30 მატჩში ითამაშა, გაიტანა 17 გოლი და მიითვალა 2 საგოლე პასი.
ჯოვინო დინამო ბათუმის ღირსებას 2017 წლიდან იცავს. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის სეზონში, როდესაც ბათუმი ქვედა ლიგაში გამოდიოდა, ბრაზილიელი საუკეთესოდ ეროვნული ლიგა 2-ში  აღიარეს. ნომინირებულნი ასევე იყვნენ გიორგი კოხრეიძე (საბურთალო) და ლევან კუტალია (დინამო თბილისი).

ეროვნული ლიგის საუკეთესო მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
ეროვნულ ლიგაში 2019 წელს გადმოსულმა დინამო ბათუმმა ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა და ვიცე-ჩემპიონობასთან ერთად, ევროთასებზე ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა.
გია გეგუჩაძის გუნდმა საჩემპიონო ბრძოლა დინამო თბილისთან მხოლოდ ჩემპიონატის დასკვნით ნაწილში დათმო, ჯამში ჩატარებული 36 მატჩიდან კი 21 მოიგო, 7 ფრედ დაასრულა და 8 დათმო.
54 წლის სპეციალისტი ბათუმურ გუნდს მეორე სეზონია, რაც წვრთნის. შარშან კი გეგუჩაძე საუკეთესო მწვრთნელად ეროვნულ ლიგა 2-ში დასახელდა.

გამარჯვებულები სხვა ნომინაციებში

  • ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარე: ხოსე პერალესი (დინამო თბილისი)
  • ეროვნული ლიგის საუკეთესო მცველი:  მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი)
  • ეროვნული ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი: ნიკა ნინუა (დინამო თბილისი)
  • ეროვნული ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი: ლევან კუტალია (დინამო თბილისი)
  • ეროვნული ლიგის საუკეთესო ლეგიონერი:  ფლამარიონ ჯოვინო (დინამო ბათუმი)
  • ეროვნული ლიგის ბომბარდირი: ლევან კუტალია (დინამო თბილისი, 20 გოლი)
  • ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო მწვრთნელი: კახა კაჭარავა (სამტრედია)
  • ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი: გიორგი ნიქაბაძე (მერანი თბილისი)
  • ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი: გურამ სამუშია (სამტრედია)
  • ალექსანდრე ჩივაძის პრემია 17-წლამდე ფეხბურთელებს:  ბრინჯაო – ოთო მამაგეიშვილი, ვერცხლი – გიორგი აბუაშვილი, ოქრო – ლუკა გაგნიძე
  • ალექსანდრე ჩივაძის პრემია 19-წლამდე ფეხბურთელებს: ბრინჯაო – ანატოლი მესიაჩენკო, ვერცხლი – ცოტნე კაპანაძე, ოქრო – გიორგი გულიაშვილი
  • წლის საუკეთესო მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი
  • წლის საუკეთესო გოლი: გიორგი გულიაშვილი (U19. საქართველო 2:0 ხორვატია)
  • წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: ზურიკო დავითაშვილი (ყაზანის რუბინი)
  • ფუტსალის წლის საუკეთესო მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი (თელასი)
  • ფუტსალის წლის საუკეთესო ფეხბურთელი:  არჩილ სებისკვერაძე (სვაროგი, ჩეხეთი)
  • ქალთა ფეხბურთის წლის საუკეთესო მწვრთნელი: რევაზ კუკულაძე (ლანჩხუთი)
  • ქალთა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი: ხატია ჭყონია (ლანჩხუთი)
  • წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: ტატიანა მატვეევა (ტენერიფე, ესპანეთი)

[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]

IMG_3132
IMG_3129
IMG_3124
IMG_3123
IMG_3119
IMG_3112
IMG_3107
IMG_3105
IMG_3103
IMG_3099
IMG_3097
IMG_3094
cover-(2)