დინამო ბათუმი თურქეთშია შეკრებაზე, სადაც მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. გია გეგუჩაძის გუნდი ბოსნიურ ბორაცს შეხვდა და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა.

შეხვედრის პირველი ტაიმი ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა, გუნდებს საგოლე მომენტების შექმნა უჭირდათ, მეორე ტაიმის სტარტზე გეგუჩაძემ რამდენიმე ფეხბურთელი შეცვალა, მოედანზე ვლადიმერ მამუჩაშვილიც შევიდა.

65-ე წუთზე დინამოელთა საყრდენმა ნახევარმცველმა შორი მანძილიდან საჯარიმო დარტყმა  შეასრულა ზუსტად, კიდევ 6 წუთში კი მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი და საჯარიმოს მისადგომებიდან შორეულ კუთხეში გაიტანა. 2:0.

დინამო ბათუმი 2:0 ბორაცი

გოლი: 1:0 მამუჩაშვილი (65), 2:0 მამუჩაშვილი (71)

დინამო ბათუმის ძირითადი შემადგენლობა: ალავიძე – ჩაბრაძე, მარგველაშვილი, გაგოშიძე, აზაროვი – ტეიდი, მანჯგალაძე – თევდორაძე, ზარია, გროცურეკი – ნიქაბაძე

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ფანცულაია, ჯიღაური, ჩალაძე, აზაცკი, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ჯიჯავაძე, გეგეჭკორი