საქართველოს ჩემპიონატის მთავარი თამაში უხვგოლიანი არა, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა: გიული მანჯგალაძის გოლით დინამო ბათუმმა დინამო თბილისი დაამარცხა!

66-ე წუთზე თბილისელთა საჯარიმოს მისადგომებიდან გიული მანჯგალაძემ შორეული, ეფექტური დარტყმით ბათუმელები დააწინაურა. დარჩენილ დროში თბილისელებმა რეალური საგოლე მომენტი ვერ შექმნეს – დინამო ბათუმმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.

დინამო თბილისი 0:1 დინამო ბათუმი

გოლები: 0:1 მანჯგალაძე (66).

დინამო თბილისი (3-4-2-1): კვასხვაძე – პაპავა (33. კობოური), ბენიო, მონხილი – სპორკლსედე, რადინი, მექვაბიშვილი(78. ქარდავა), გაგნიძე (78. კეიტა) – მარუშიჩი, გაბედავა (57. კუცია) – ახვლედიანი (46. კასტრო)

დინამო ბათუმი (4:2:3:1): კუპატაძე – ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი (92+2. ნავალოვსკი) – ტეიდი (92+2. ჩუკვურა), ალთუნაშვილი (81. გროცურეკი) – მამუჩაშვილი (81. ფანცულაია), ჯიღაური, მანჯგალაძე – ნიქაბაძე (75. მჭედლიძე)