ეროვნული ლიგის მე-5 ტურის ცენტრალურ მატჩში საქართველოს ვიცე-ჩემპიონი დინამო ბათუმი საბურთალოს “მიხეილ მესხზე” ესტუმრა და 0:0 დაუზავდა. დინამო ბათუმს 11 ქულა აქვს და ერთპიროვნული ლიდერია, თუმცა მისი გადასწრების შანსი გორის დილას აქვს.
პირველ ტაიმში ბათუმი ფლობდა უპირატესობას, თუმცა აშკარა საგოლე მომენტები არ შექმნილა.
71-ე წუთზე ბათუმელებმა საჯარიმო დაარტყეს, მამუჩაშვილის დარტყმული გოშაძემ კუთხურზე მოიგერია. დარჩენილ დროში, მომენტები ორივე გუნდის კართან იქმნებოდა, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა.
დინამო ბათუმი მორიგ მატჩს სანაკრებო პაუზის შემდეგ, 3 აპრილს გამართავს – გორში ლოკომოტივს უმასპინძლებს, ხოლო საბურთალო იმავე დღეს თელავს დაუხვდება.
საბურთალო 0:0 დინამო ბათუმი
საბურთალო (4-2-3-1): გოშაძე – მალი, კაკუბავა, ჯინჯოლავა, ლაცაბიძე – შ. ნონიკაშვილი (81. ტერა), ძებნიაური – შულაია (81. გოჩოლეიშვილი), ლ. ნონიკაშვილი, ი. ტაბატაძე (70. გულიაშვილი) – თ. ტაბატაძე
დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე – ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი – მამუჩაშვილი (85. შინდაგორიძე), ტეიდი – ალთუნაშვილი (90+2. ზარია), ჯიღაური (85. მანჯგალაძე), ფანცულაია (68. გროცურეკი) – ნიქაბაძე