დინამო ბათუმის ახალწვეულმა ვამარა სანოგომ ტრავმა მიიღო. ფრანგმა ფორვარდმა თურქულ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ შეხვედრაში, უკრაინული ლვოვის (1:1) წინააღმდეგ მუხლი დაიზიანა და შესაცვლელი გახდა. ჯერ უცნობია, ზუსტად რამდენ ხანს ვერ ითამაშებს ფრანგი თავდამსხმელი.
ზურა ხარხელაური (დინამო ბათუმის ექიმი)
“მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელთან ხისტი კონტაქტის შედეგად, მიიღო დაზიანება მუხლის მიდამოში. ჩატარებული იქნა MRI კვლევა, სადაც დაფიქსირდა მცირე რაოდენობის გამონაჟონი. ამის გამო მას გარკვეული პერიოდის გამოტოვება მოუწევს, თუმცა გუნდთან ერთად დარჩება და ინდივიდუალური პროგრამით გააგრძელებს მზადებას.”
25 წლის სანოგო გასულ სეზონში ვარშავის ლეგიას ღირსებას იცავდა და ექსტრაკლასაში 2 მატჩში 1 გოლიც გაიტანა (ტრავმის გამო სეზონი დიდი ნაწილი გამოტოვა). 2018/19 წლების სეზონი მან ზაგლებიეში გაატარა და პოლონეთის ჩემპიონატში 29 თამაშში თავი 11 გოლით გამოიჩინა.